სტოლტენბერგი – რუსეთმა შესაძლებელია ატომური იარაღი გამოიყენოს

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის წევრმა ქვეყნებმა რუსეთთან მიმართებაში გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. აუცილებელია, მოსკოვს დავანახოთ, რომ ისეთი მოქმედებები, როგორიც ყირიმში გააკეთა, ასევე კიბერშეტევები, ან საერთაშორისო წესების დარღვევა, არ რჩება შედეგის გარეშე – გერმანულ Süddeutsche Zeitung-თან ინტერვიუში განაცხადა, რომელიც 12 აპრილს გამოქვეყნდება – “დოიჩე ველე” წერს.
სტოლტენბერგის თქმით, საუბარია იმ ქვეყანაზე, რომელმაც უკრაინას შეუტია და ჯარები გამოიყენა მოლდოვასა და საქართველოში ამ ქვეყნების ნების წინააღმდეგ. გარდა ამისა, მოსკოვი ბაშარ ასადის რეჟიმს უჭერს მხარს და საკუთარ ატომურ არსენალს მოდერნიზაციას უკეთებს. ნატოს გენერალურმა მდივანმა ასევე თქვა, რომ რუსეთის ხელისუფლებას იმისათვის, რომ ატომური იარაღი გამოიყენოს, ფსიქოლოგიური ბარიერი შემცირებული აქვს.
სანამ რუსეთი თავის მოქმედებებს არ შეცვლის, ნატოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპაში დარჩებიან, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები კი არ გაუქმდება – განაცხადა სტოლტენბერგმა. ამასთანავე, მისი სიტყვებით, ალიანსი მოსკოვთან დიალოგისთვის მზად არის. “ჩვენ არ გვინდა ცივი ომი” – თქვა ნატოს ხელმძღვანელმა.

banner
წინა სტატიაშივლადიმერ პუტინი ისრაელის პრემიერ-მინისტრს ტელეფონით ესაუბრა
შემდეგი სტატიაუაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩეველის მოადგილე გადადგა