(VIDEO) სტოლტენბერგი: ნატოსკენ საქართველოს მისწრაფებას ყველამ პატივი უნდა სცეს და არ ჩაერიოს ამ არჩევანში

არ შემიძლია წინასწარ ხაზი გავუსვა, თუ რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული ვარშავაში ნატო- ს სამიტზე

საქართველოს ნატოსკენ მისწრაფებას ყველამ პატივი უნდა სცეს- განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ნატოს გაფართოება ხელს უწყობს სტაბილურობას და მშვიდობას ევროპაში. ნატო მნიშვნელოვანი ელემენტია თავისუფალი და ერთიანი ევროპისთვის. თითოეულ ქვეყანას, მათ შორის საქართველოსაც უფლება აქვს თავისი გზა აირჩიოს. საქართველომ და ნატო-მ უნდა გადაწყვიტონ, იქნება თუ არა საქართველო ნატო-ს წევრი. სხვა არავინ უნდა ჩაერიოს ამაში. ნატო თავდაცვითი ორგანიზაციაა და საფრთხეს არავის უქმნის. საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, ამიტომაც ნატოსკენ მის მისწრაფებას ყველამ პატივი უნდა სცეს და არ ჩაერიოს ამ არჩევანში“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

https://www.youtube.com/watch?v=c9wTLVqrMAE

banner
წინა სტატიაშიიენს სტოლტენბერგი: საქართველო-ნატოს პარტნიორობას ვაფასებთ და დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ
შემდეგი სტატიასაკოორდინაციო საბჭო საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე ინიციატივებს ამზადებს