სტოლტენბერგი: ნატოს ტერორიზმთან ბრძოლაში მეტის გაკეთება შეუძლია

სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატოს რუსეთთან კონფრონტაცია არ უნდა

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკურმა გაერთიანებამ ტერორიზმთან ბრძოლაში თავისი როლი უნდა გააფართოვოს. “ჩვენ დღეს შევთანხმდით, იმაზე, რომ ნატო მეტს იზამს საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში” – თქვა სტოლტენბერგმა. ასევე, მან განაცხადა, რომ ტერორიზმთან ბრძოლაზე საუბარი, ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერების შეხვედრაზე, რომელიც ბრიუსელში გაიმართება, მსჯელობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იქნება.

ამავე პრეს-კონფერენციაზე აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მანამდე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაკავშირებით ცდებოდა, მაგრამ ახლა მიხვდა, რომ ნატო არ მოძველებულა – ამის შესახებ ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად თეთრ სახლში გამართულ პრეს-კონფერენციაზე თქვა. “მე ნატოს მოძველებული ორგანიზაცია ვუწოდე, მაგრამ დღეს ნატო მოძველებული ორგანიზაცია არ არის” – თქვა დონალდ ტრამპმა.

banner
წინა სტატიაში(VIDEO) ტრამპმა განაცხადა, რომ ნატოს თაობაზე ცდებოდა
შემდეგი სტატიასასწრაფო დახმარების ექიმთა გულგრილობა და ცხელი ყავა