ჩრდილოატლანტიკური გაერთიანების გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ თურქეთში დისლოცირებულ ნატოს ქვედანაყოფებს საფრთხე არ ემუქრებათ – ამის შესახებ მან “ტვიტერის” საკუთარ მიკრობლოგში დაწერა.
ნატოს ჯარი თურქეთ-სირიის საზღვრიდან მოშორებით, ბაზა ინჯირლიკში დგას. ბაზას იყენებენ ასევე ამერიკელი და გერმანელი სამხედრო ნაწილები.