სტიქიის შედეგად დაზარალებულთა მდგომარეობა სტაბილურია+ვიდეო

სტიქიის შედეგად დაზარალებულთა მდგომარეობა სტაბილურია

ქობულეთში ძლიერმა ქარმა აღმაშენებლის ქუჩაზე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა.ჩაქვში ძლიერმა წვიმამ და ქარმა სურმანიძეების სამსულიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლი დაანგრია.შემთხვევის დროს სახლში ოჯახის სამივე წევრი იმყოფებოდა, მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს. დაშავებულები ამ დროისთვის ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
ოჯახის სამივე წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ისინი დღეს ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში მედიკოსების მეთვალყურების ქვეშ რჩებიან და კლინიკიდან ხვალ გაეწერებიან. მათ მსუბუქი დაჟეჟილობა აღენიშნებათ.
ასევე, ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად სოფელ ჯიხანჯურში ქარმა საცხოვრებელს სახურავი გადახადა, რომლის დროსაც ოჯახის უფროსი დაზიანდა. დაშავებული ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობს.

ქობულეთში  ამ დროისთვის სამაშველო სამსახური აღდგენით სამუშაობს ძლიერი წვიმის და ქარის გამო ვერ ახორციელებს. ასევე აღმაშენებლის ქუჩაზე რამდენიმე ადგილზე მოგლიჯა ხე და სოფელ ბობოყვათში ნაძვი ხე წაიკცა რის გამოც სოფლის ცენტრალური გზა იყო ჩაკეტილი,ამ დროისთვის მოძრაობა აღმაშენებლის ქუჩაზე და სოფელ ბობოყვათში აღდგენილია.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მთლიან ტერიტორიაზე ძლიერი ქარისა და წვიმის გამო აბონენტებს არ მიეწოდებათ ელექტრო ენერგია. როგორც ენერგო პროს ქობულეთის ფილიალის ხელმძრვანელი ამბობს მოსახლეობას დენი მიწოდება ამინდის გაუმჯობესების შემდეგ აღუდგებათ.

https://youtu.be/GMBB_DQAEhc

banner
წინა სტატიაშიG20-ს სამიტს თურქეთი უმასპინძლებს… რაზე ისაუბრებენ ერდოღანი და პუტინი?
შემდეგი სტატიასინოპტიკოსები უამინდობას პროგნოზირებენ–რა ხდება ამ დროისათვის ბათუმში