სტიქია – ქობულეთის 5 სოფელში მეწყერი ჩამოწვა

სტიქია ქობულეთში, სოფელ ალამბარში, ქვედა და ზედა სამებაში, ქაქუთში და სოფელი ქობულეთში მეწყერი ჩამოწვა. ქობულეთის გამგებელის ინფორმაცით მიწის მასა რამდენიმე საცხოვრებელ სახლთან ახლოს ჩამოიშალა. ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოწოლილმა მიწამ შიდასასოფლო გზებიც ჩაკეტა. გზის გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. არსებულ ვითარებას გეოლოგიური სამსახურის თანამშრომლები სწავლობენ. სტიქიისგან მიყენებული ზარალის ოდენობა სპეციალური კომისიის მიერ ზარალის დაითვლის პროცესის დაასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ანკარის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი მეწარმეებს თხოვნით მიმართავს, აღარასდროს გააკეთეონ პოლიტიკური არჩევანი ”პოლიტკორექტულობის” გადმოსახედიდან