სტავროპოლის მხარეში სამმა თვითმკვლელმა თავი აიფეთქა

სტავროპოლის მხარის ერთ-ერთ სოფელში სამმა თვითმკვლელმა აიფეთქა თავი. კიდევ ორი თავდამსხმელი პოლიციამ მოკლა. ინფორმაციას რუსული მედია სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით ავრცელებს. “წინასწარი მონაცემებით, სამმა თვითმკვლელმა თავი აიფეთქა სტავროპოლის მხარის ნოვოსელიცკის რაიონის შინაგან საქმეთა სამინისტროს განყოფილებასთან. ტერორისტები დაიღუპნენ, სულ ხუთი აფეთქება მოხდა”, – იტყობინება “რია ნოვოსტი” სამართალდამცველებზე დაყრდნობით. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: ახლა ჩვენ კიდევ უფრო მეტად ამბიციური გეგმები გვაქვს
შემდეგი სტატიასერგო რატიანი: ეროვნული მნიშვნელობის საკითხთა სამეულიდან ტერიტორიული მთლიანობის გაქრობა საგანგაშოა