სტატიების არასწორი გაზიარება, რეალური რეიტინგი და სტატისტიკური მონაცმები

სტატიების არასწორი გაზიარება, რეალური რეიტინგი და სტატისტიკური მონაცმები

საქართველოში განსაკუთრებულად დიდი ყურადღება ეთმობა გამოქვეყნებული მასალის “ფეისბუქში” გაზიარებას. ფაქტობრივად ყველა მედია საშუალება ყოველ გამოქვეყნებულ მასალას “ფეისბუქზე” აზიარებს, რაც აისახება ამ მედიის ვებ-საიტებზე შემომსვლელთა რაოდენობაზე.

მედიის ნამდვილი რეიტინგის მაჩვენებელს არ ასახავს დალაიქებულ სტატია ან ფეისბუქიდან შემომსვლელთა რაოდენობა, რომელზეც, დღეს ყველა მედია-საშუალებეში, ფაქტობრივად 99,8%-ით კეთდება აქცენტი. ამის დასადგენად საკმარისი იხილოთ Google analytics.
მაღალი რეიტინგის მედიაში პირიქითაა – ფეისბუქის ვიზიტორთა რაოდენობა გაცილებით ნაკლებია და საშუალოდ 50 / 50% აღწევს. რაც ნაკლებია ფეისბუქიდან შემოსვლეთა რაოდენობა, მით მეტია მედიის რეიტინგი, რადგან ეს იმის მანიშნებელია, რომ საიტზე მოხმარებელი ან საძიებო სისტემიდან შემოვიდა, ან კიდევ პირდაპირ მოინახულა ის საიტი რომელსაც ენდობა და მოწონს.

ბევრი მედია-საშუალება ფეისბუქში მოწონებებისა და ნახვების რაოდენობით აფასებს სტატიის რეიტინგს, რაც მცდარი აზრია. აქ გაზიარებულთა და დალაქებულთა 70% არ ნიშნავს იმას, რომ ვინმემ ეს კონკრეტული სტატია წაიკითხა, ან საერთოდ შემოვიდა საიტზე ამ სტატიის სანახავად. სოციალური ქსელის მომხმარებელთა დიდი რაოდენობა სათაურის წაკითხვით კმაყოფლდება, აზიარებს და მოწონების ლაიქს იძლევს ისე, სტატიის შინაარსის აზრზე არაა. “მეგობარმა გააზიარა, ე.ი. კარგია” – ეს პრინციპი უფრო მოქმედებს, ვიდრე შინაარსის გაგების სურვილი.

მედია-საშუალეების მიერ სტატიების არასწორი სათაური და გაზიარება.

პირველ რიგში არ უნდა მოაბზროთ თავი მკითხველს და არ გააზიაროთ თქვენს საიტზე გამოქვეყნებული ყველა მასალა, ეს უკუეფექტს იწვევს და ზემოთ აღნიშნულ “სათაურით დაკმაყოფილების” ერთ-ერთი მიზეზია.
არასწორია ე.წ. მშრალი უკომენტარო გაზიარება, როდესაც მკითხველს გამოქვენებულ მასალას სათაურით, სურათით და მცირეოდენ საწყის ტექსტით მოზიდავს ცდილობთ. აუცილებელია ისეთი კომენტარი, რომელიც მკითხველს დაანტერესებს და შემოიყვანს საიტზე სტატიის წასაკითხად თუ არა, სანახავდ მაინც.
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ სათაურს, რომელიც უნდა იყოს მოკლე და მიმზიდველი. გრძელი სათაური, “რა მოხდა აბაშაში, გადატრიალდა მატარებელი და 5 ტონა ნავთობი დიღვარა და ამდროს არავინ დაზიანებულა”, ფატობრივად ნიშანვს იმას, რომ ინფორმაცია მკითხველს სათაურშივე მიაწოდეთ და უკვე ვერ ხედავს საიტზე შესვლის მიზეზს.

banner
წინა სტატიაშიახოსპირელის მესამე შესახვევის #5-ში საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა
შემდეგი სტატიანატომ სუ-34-ის მიერ თურქეთის საზღვრის დარღვევის მტკიცებულებების მიწოდებაზე უარი განაცხადა