Starbucks-ი რასობრივი სკანდალის გამო აშშ-ში 8000 ყავახანას დახურავს

Starbucks-ის ქსელი მაისში დროებით დახურავს 8 ათაზე მეტ ყავახანას, პერსონალის ინსტრუქტირებისთვის. შემთხვევა გასულ კვირას მომხდარ ინციდენტს უკავშირდება. ფილადელფიაში, Starbucks-ის ერთ-ერთ ყავახანაში კაფეს თანამშრომლებმა პოლიცია იმიტომ გამოიძახეს, რომ ორი მამაკაცი, შეკვეთის გარეშე მაგიდასთან იჯდა და საკუთარ მეგობარს ელოდებოდა. პერსონალმა პოლიცია გამოიძახა. საბოლოოდ, პოლიციამ შავკანიანი მამაკაცები ხელბორკილებით გადაიყვანა განყოფილებაში, საიდანაც, ბრალის წაყეენბის გარეშე გაუშვეს.
ამ შემთხვევის გამო Starbucks-ს ბევრმა გამოუცხადა ბოიკოტი. კომპანიის ხელმძღვანელი კევინ ჯონსონი ფილადელფიაში ჩავიდა და პირადად შეხვდა ორივე დაზარალებულს. მაისის ბოლოს ჯონსონი საკუთარ 175 ათას თანამშრომელს ტრენინგებს ჩაუტარებს, სადაც მათ აუხსნიან დისკრიმინაციის დაუშვებლობაზე და იმაზე, თუ რატომ არის აუცილებელი ინკლუზიურობის პრინციპის დაცვა, რომ Starbucks-ის ყავახანებში ხალხი თავს უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობდეს.

banner
წინა სტატიაშიარის მცდელობა, რომ სხვას გადააბრალოს ის შეცდომები, რომელსაც პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია უშვებს – დავით მათიკაშვილი
შემდეგი სტატიაკახა კალაძე : ერთი ვიცი, საბავშვო ბაღს ვერავინ შეეხება