სტამბულში პროტესტანტებმა რუსეთის საკონსულოს ნაცვლად ჰოლანდიისას შეუტიეს…

rusi-protesto-hollandaგუშინ სტამბულში გამართული საპროტესტო აქციისას, რომლის მონაწილეები სირიაში თურქმენულ მშვიდობიან სოფლებზე განხორციელებულ რუსული ავიაციის თავდასხმებს აპროტესტებდნე, პროტესტის მონაწილეებმა შეცდომით რუსული საკონსულოს მეზობლად მყოფი ჰოლანდიის საკონსულო დააზარალეს…

გავრცელებული ინფორმაციით, სტამბულელებმა და სირიიდან ლტოლვილმა თურქმენული წარმოშობის ემიგრანტებმა სირიაში, თურქმენდაღის რეგიონში მდებარე თურქმენულ სოფლებზე ბოლო დროს გახშირებული თავდასხმები, რომელთაც ათეულობით მშვიდობიანი მოსახლე შეეწირა, გააპროტესტეს. საპროტესტო მსვლელობამ გადაწყვიტა, რომ რუსეთის საკონსულოსთან მისულიყვნენ და იქ გამოეხატათ თავიანთი პროტესტი… თუმცა პროტესტის მონაწილეებს რუსეთის საკონსულო გვერდზე მყოფ ნიდერლანდების საკონსულოში აერიათ, მითუმეტეს, რომ ამ ორი ქვეყნის დროშის ფერებიც ჰგავს ერთმანეთს.

როგორც თურქული მედია აცხადებს, ჰოლანდიის საკონსულოს რუსეთის საკონსულოსთვის განკუთვნილი ქვები და კვერცხები მოხვდა პროტესტის მონაწილეებისაგან.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიბრიუსელში სკოლები და უნივერსიტეტები იხურება
შემდეგი სტატიარუსეთმა მაგალითი მისცა ჩინეთს, როგორ მოიქცეს ციმბირთან