სტამბულში აშშ-ს საკონსულომ სავარაუდო საფრთხის გამო მუშაობა შეწყვიტა…

თურქეთში აშშ-ს საელჩოს საიტზე გავრცელებული ინფორმაციით, 9 დეკემბერს – ოთხშაბათს, სტამბულის საკონსულო, სავარაუდო საფრთხეებთან დაკავშირებით და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, მომსახურეობას წყვეტს…

გავრცელებული ინფორმაციით, მუშაობას ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებს ანკარაში მდებარე აშშ-ს საელჩო და სხვა ქალაქებში მდებარე საკონსულოები… ხოლო სტამბულის საკონსულო მომდევნო დღეებში გააგრძელებს მუშაობას.

საელჩოს განცხადებაში არაფერი ნათქვამი, რა სახის საფრთხეებზე საუბარი სტამბულის საკონსულოსთან მიმართებაში.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშითურქეთმა რუსი ჟურნალისტების დეპორტაცია განახორციელა…
შემდეგი სტატიაქართველებისთვის ჩამორთმეულ მანდარინს ჩრდილოეთ ოსეთში გაყიდიან…