სტამბოლის ტერაქტს 13 ადამიანი შეეწირა

თურქეთის შსს-ს მინისტრის სულეიმან სოილუს განცხადებით, სტამბოლის ტერაქტის სამიზნე პოლიციელები იყვნენ, რომლებიც საფეხბურთო მატჩის და სტადიონის დაცვას ანხორციელებდნენ.

 გავრცელებული ინფორმაციით, ტერაქტის შედეგად სულ ცოტა 13 პოლიციელი დაიღუპა.

შეგახსენებთ, რომ 10 დეკემბერს ღამით, თურქეთში, ქალაქ სტამბულის ბეშიქთაშის რაიონში, ,,ბეშიქთაშსა,, და ,,ბურსასპორს,, შორის გამართულ საფეხბურთო მატჩის შემდეგ სტადიონ ,,ვოდაფონ არენას,, მიმდებარე ტერიტორიაზე ზედიზედ ორი აფეთქება განხორციელდა.
თურქული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილში ჩამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობები მაშინ ამოქმედნენ, როდესაც სტადიონიდან გამოსული გულშემატკივრები სახლში ბრუნდებოდნენ.თვითმხილველთა განცხადებით, აფეთქებების პარალელურად ქუჩაში ისმოდა სროლის ხმები.., აცხადებენ რომ ტერორისტებმა პოლიციას ცეცხლი გაუხსნეს.

https://youtu.be/FP7oxP70NE8

 

https://youtu.be/-cem1cVnlpk

 

banner
წინა სტატიაშითურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!
შემდეგი სტატიაელისო კილაძე: “განა რა დაკვეთა გაქვთ ასეთი,რომ უბირიას დედას ეთერს უთმობთ?”