სტამბოლში ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 29-მდე, დაჭრილთა რიცხვი კი 166-მდე გაიზარდა

ბოლო ინფორმაციით სტამბოლში მომხდარი ტერაქტის შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა და 170-მდე დაიჭრა. აქედან ორი მშვიდობიანი მოქალაქეა, დანარჩენი 27 პოლიციის ოფიცერია, მათ შორის პოლიციის უფროსიც. საავადმყოფოებში 166 დაჭრილი გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა მანქანის აფეთქების შემდეგ ოპერაცია ჩაატარეს და 10 ეჭვმიტანილი დააკავეს. ქვეყანაში ერთ დღიანი გლოვა გამოცხადდა.

შეგახსენებთ, რომ აფეთქება ქალაქის ისტორიულ ცენტრში გუშინ მოხდა. ბეშიქთაშის სტადიონთან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა.

banner
წინა სტატიაშისერგეენკო: პარლამენტი ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ფართო მსჯელობებისთვის მზადაა
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე : საჭიროა ნარკოპოლიტიკის კანონმდებლობის გარკვეული გადახედვა