სტამბოლში კრიმინალური გარჩევის შედეგად გოჩა ალფაიძემ (ალფასონა) ქურდის სტატუსი დაკარგა!

თემურ ჭურაძე

სტამბოლში კრიმინალური გარჩევის შედეგად, გოჩა ალფაიძემ, იგივე, ალფასონამ ქურდის სტატუსი დაკარგა. “თაიმერისთვის” ამ სკანდალური შეკრების დეტალები ექსკლუზიურად გახდა ცნობილი.

ბოლო პერიოდში ევრაზიაში განვითარებული ქურდული დაპირისპირებები ახალ ფაზაში შევიდა. გაიოზ ზვიადაძის მკვლელობის შემდეგ, როგორც იტყვიან, “წყალი ძალიან აიმღვრა” და პროცესები გააქტიურდა. საქმე, წლების წინ დაწყებულ კონფლიქტს ეხება, კერძოდ, ტარიელ ონიანს, ქუთაისურ კლანსა და რუსულ ფრთას შორის, რომელსაც რუსთაველი “ქურდების” ნაწილი ემხრობა, რამდენიმე ბანაკად გაყოფილ ქურდულ სამყაროში ქუთაისლების ნაწილიც კი მეორე მხარეს აღმოჩნდნენ.

ძველ კონფლიქტზე აღარ შევჩერდებით, რადგან მას ქართველი მკითხველი კარგად იცნობს, ბოლო მოვლენებზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას. უკვე რუსული ФСБ-ც კი ღიად ერევა ამ დაპირისპირებებში და ცდილობს ქუთაისური დაჯგუფება დაჩაგროს, რაც არამარტო მკვლელობებში, ღია საინფრომაციო ომშიც გადაიზარდა, რუსული ვებ პორტალის “პრაიმ კრაიმის” მეშვეობით. საიტზე სისტემატიურად ქვეყნდება დეზინფორმაცია, ასევე, ჩვენი წყაროს ინფორმაციით ადგილი აქვს ფაქტების შეგნებულად დამახინჯებას, რაც მხოლოდ მოვლენების რეალური სურათის გაყალბების მცდელობაა.

ქრონოლოგიურად, რომ მოვყვეთ: მაისის ბოლოს, ქალაქ სტამბულში საინტერესო შეხვედრა შედგა. ერთის მხრივ, შეხვედრაზე იმყოფებოდა ბერძნული მხარე, გია ნიჟარაძისა და ალფასონას (გოჩა ალფაიძე) შემადგენლობით, მეორეს მხრივ კი თეიმურაზ ჭურაძე და ლაშა დოღონაძე იყვნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდა აზერბაიჯანელი ქურდი, ნადირ სალიფოვი, იგივე, “გული”. საუბრის დაწყებისთანავე ჭურაძემ ალფასონას მოკითხა ხელმოწერა “პრაგონში”, სადაც კერძოდ ეწერა იმჟამად პატიმრობაში მყოფ, ტარიელ ონიანზე სასიკვდილო განაჩენის გამოტანა, რაშიც “ალფასონამ” მისი მონაწილეობა უარყო, თუმცა, მისი არგუმენტები სუსტი და შეუსაბამო იყო სიმართლესთან, ასევე, მისი უმოქმედობა მეტყველებდა იმაზე, რომ “ალფასონა” ამბობდა ტყუილს, რაზეც ჭურაძემ არგუმენტირებულად წაუყენა პრეტენზია და უთხრა, რომ მისი საქციელი არარის ქურდული, გაოგნებული და შოკში ჩავარდნილი “ალფასონა” 9 წლის განმავლობაში დაუსჯელობის სინდრომით სარგებლობდა, მიხვდა, რომ ის ქურდულ სტატუსს სამუდამოდ ემშვიდობებოდა, გაოგნებული წამოხტა, ჭურაძეს ხელი მოუქნია, საპასუხოდ ჭურაძე გაიწია, თუმცა, შუაში ჩაუდგნენ, რომ სიტუაცია გაენეიტრალებინათ. ჭურაძემ მისი კოლეგების ყურადღება მიიქცია და განუცხადა, რომ ეს ტურა ერთ დანაშაულს მეორეზე ამატებდა, რადგან “ალფასონას” უკვე სტატუსჩამორთმეულს არ აქვს იმის უფლება, რომ ქურდს ხელი მოუქნიოს. ამ სიტყვების გაგონებაზე ალფასონა ჩქარი ნაბიჯებით გაუჩინარდა, რაც გაქცევას უფრო გავდა, ვიდრე, სიტუაციაზე გარიდებას.

შეგახსენებთ, რომ 9 წლის განმავლობაში ეს პირველი ინციდენტია, სადაც ამ თემაზე კერძოდ, მერაბ ჯანგველაძეზე და ტარიელ ონიანზე გამოტანილი არასწორი განაჩენის გამო, კანონიერ ქურდს სტატუსი შეუჩერდა. მხედველობაში გვყავს “ალფასონა” – გოჩა ალფაიძე. ჭურაძის მხრიდან ალფასონას “ჩესტზე” შეხების და გაქცევის მომსწრე იყო “გული”.
სიცრუის მეორე კასკადში, ასევე, მოჰყვა კიდევ ერთი ახალგაზრდა ქართველი ქურდი, მინდია გორაძე. თითქოს მასაც პრობლემა აქვს, რაც ასევე ტყუილია. აღნიშნული სიცრუის ტირაჟირება კონკრეტულ რუსულ მედიასაშუალებებში ემსახურება ФСБ-ს გავლენის ზრდას და მათთვის არასასურველი ქართველების (წესიერების) დაჩაგვრას და დისკრედიტაციას. ჩვენის მხრივ, დავამატებთ, რომ ქუთაისელი ქურდების საპირისპირო მხარეს მეომარი რუსები, აქტიურად თანამშრობლობდნენ აფხაზ სეპარატისტებთან, ასევე, იარაღის შეძენაში ეხმარებოდნენ აფხაზ ბოევიკებს საქართველოსთან წარმოებულ ბრძოლებში.

banner
წინა სტატიაშიეკში მდებარე იოანე ნათლისმცემლის სახელობის სამონასტრო კომპლექსს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ პრემიერის პოსტზე რამდენიმე კანდიდატი, მათ შორის მამუკა ბახტაძის კანდიდატურა განიხილება