სტამბოლში ჰოლანდიის საელჩოს თავზე თურქული დროშა აღმართეს

სტამბოლში დემონსტრანტებმა ჰოლანდიის საელჩოს თავზე თურქეთის დროშა აღმართეს. მომიტინგეები თურქეთში ჰოლანდიის საელჩოს დახურვას მოითხოვენ. აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, ზუსტად ამ მიზნით მოხდა დროშის საელჩოს თავზე აღმართვა. თურქულმა პოლიციამ, უსაფრთხოების მიზნით, ნიდერლანდების საელჩოს ყველა შესასვლელი და გასასვლელი გადაკეტა.

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რიუტემ წუხელ გვიან გამოქვეყნებულ განცხადებაში თურქეთის ოჯახის საქმეებისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრის ფატიმა ბეტიულ საიან კაიეს მოქმედებას “უაპასუხისმგებლო” უწოდა.
თურქეთის პრეზიდენტის მუქარამ “საპასუხო ზომების” შესახებ, მას შემდეგ, რაც თურქ მინისტრებს ნიდერლანდებში შესვლა აეკრძალათ, შექმნილი მდგომარეობიდან, ფაქტობრივად, “შეუძლებელი გახადა გონიერი გამოსავლის პოვნა” – ნათქვამია დოკუმენტში. ნიდერლანდებში აფრთხილებდნენ, რომ ფატიმა კაიეს ქვეყანაში ვიზიტი “არ იყო სასურველი”, მაგრამ “ამის მიუხედავად, მან ის გადაწყვიტა” – კონსტატირებენ კანცელარიაში.

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის რამდენიმე ასეულმა მომხრემ როტერდამში თურქეთის სალეჩოსთან საპროტესტო აქცია გამართა. წუხელ სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლები და საცხენოსნო პოლიცია გამოიყენეს. საპასუხოდ, მომიტინგეებმა მათ ქვები და ბოთლები ესროლეს.

საელჩოსთან თურქები მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც ნიდერლანდების ხელისუფლებამ ორ თურქ მინისტრს მევლუტ ჩავუშოღლუსა და ფატიმა ბეტიულ საიამ კაის ქალაქში მცხოვრებ თურქებთან შეხვედრაზე უფლება არ დართეს.

გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ თურქ პოლიტიკოსებს ადგილობრივ ამომრჩევლებთან შეხვედრა აეკრძალოთ, ნიდერლანდების საპარლამენტო არჩევნების წინ იქნა მიღებული.
თურქი მინისტრები ევროპის ქვეყნებში მცხოვრებ თანამოქაალქეებთან, ქვეყანაში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ სააგიტაციოდ აპირებდნენ შეხვედრას. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რამდენიმე შეხვედრა გერმანიაშიც ჩაიშალა.

https://youtu.be/-7oia6Ynn3M

banner
წინა სტატიაშიმომხდარი სახელმწიფოს წინააღმდეგ გალაშქრებაა
შემდეგი სტატიასაუდის არაბეთი 5 მილიონი მიგრანტის გაძევებაზე ფიქრობს