სტამბოლში დიდთოვლობის გამო 600 ავიარეისი გადაიდო

თურქულმა ავიაკომპანია Turkish Airlines-მა განცხადება გაავრცელა, რომ დღეს, 7 იანვარს 610 ავიარეისს გადადებს სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში. ამასთან დაკავშირებით, კომპანიამ დაახლოებით 20 ათასი მგზავრის კვება უზრუნველყო, დაახლოებით 6 ათასი კი სასტუმროებში გადაანაწილა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალაქში თოვლის საფარი დაახლოებით 40 სანტიმეტრია.

banner
წინა სტატიაშიბაქოში ერთ-ერთ ბიზნესცენტრში მკვლელობა მოხდა
შემდეგი სტატიასირია-თურქეთის საზღვარზე აფეთქებას 19 ადამიანი ემსხვერპლა