თურქეთის პოლიციამ ათათურქის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკების კონტრაბანდაში ეჭვმიტანილი ნიგერიის ორი, 22 და 27 წლის, მოქალაქე დააკავა, – იუწყება Hürriyet Daily News-ი. მას შემდეგ რაც პოლიციამ ჩხრეკისას ვერაფერი აღმოაჩინა, მამაკაცები საავადმყოფოში გასინჯვაზე გადაიყვანეს. ექიმებმა რენტგენის მეშვეობით დაადგინეს, რომ ერთს 700 გრამი კოკაინი ჰქონდა გადაყლაპული, მეორეს კი – 1,3 კგ. ორივე მამაკაცი დაკავებულია.