სტამბოლში 31 შესაძლო ტერორისტი დააკავეს

სტამბოლში მიმდინარე სპეცოპერაციისას პოლიციამ 31 ეჭვმიტანილი დააკავა, რომლებიც “ისლამური სახელმწიფოს” სავარაუდო წევრები არიან – დღეს Yeni Safak-მა გაავრცელა.
აღინიშნება, რომ სულ პროკურატურამ 41 ადამიანის დაკავებაზე გასცა ორდერი.
“ისლამური სახელმწიფოს” ექსტრემისტებმა თურქეთში მომხდარ არა ერთ ტერაქტზე აიღეს პასუხიმგებლობა.
გუშინ, სირიის ტერიტორიაზე ჯიჰადისტმა ბოევიკებმა ორი თურქი ჯარისკაცი ცეცხლზე დაწვეს

banner
წინა სტატიაშიგატაცებული თვითმფრინავის ბორტზე მხოლოდ გამტაცებლები და მფრინავები არიან
შემდეგი სტატიათურქეთში პროქურთული პარტიიდან პარლამენტის ვიცე-სპიკერი დაიჭირეს