სტამბოლის კლუბზე თავდასხმაში 12 ეჭვმიტანილი დაკავებულია

თურქეთის პოლიციამ 12 ადამიანი დააკავა, რომელებიც სტამბოლის ღამის კლუბზე თავდასხმაში არიან ეჭვმიტანილები. სხვა თავდასხმელების ძებნის ოპერაცია ისევ გრძელდება.
თურქეთის ვიცე-პრემიერმა ნუმან კურტულმუშმა განაცხადა, რომ პოლიციას ბოროტმოქმედების თითის ანაბეჭდები გააჩნია.
შეგახსენებთ, რომ 31 დეკემბერს სტამბოლში ღამის კლუბზე თავდასხმას 39 ადამიანი ემსხვერპლა, 70-მდე ადამიანმა კი ჭრილობა მიიღო.

banner
წინა სტატიაში„ერთი შეხედვით უსაფრთხო გასართობი ბევრ ოჯახს თავის ტკივილად ექცა“ – საახალწლო პიროტექნიკით 54 ადამიანი დაშავდა
შემდეგი სტატიაჩინეთმა ბრიტანეთთან ტვირთის რკინიგზით გადატანა დაიწყო