საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (სსფ) აღნიშნა, რომ აშშ-ში სიღარიბე მაღალ დონეზეა. სსფ-ს მონაცემებით, ახლა აშშ-ში ყოველი მეშვიდე სიღარიბის ზღვარზეა.
ფონდის ყოველწლიურ მოხსენებაში, რომელიც ამერიკის ეკონომიკას ეხება, ნათქვამია, რომ ქვეყნის მთავრობამ სასწრაფოდ უნდა მიიღოს სიღარიბის პრობლემის აღმოსაფხვრელი ზომები.
ფონდმა აშშ-ს რეკომენდაცია მისცა მინიმალური სახელფასო ზღვარი დააწესოს და ამასთანავე, დეკრეტული შვებულება აანაზღაუროს, რომ ქალები დააინტერესოს მუშაობით.
ფონდის ექსპერტები ვაშინგტონს მოუწოდებენ მეტი ინვესტიცია ჩადონ განათლებასა და სოციალურ პროგრამებში.