(video) სროლები ვაშინგტონში- კაპიტოლიუმის კომპლექსი სასწრაფოდ დაიხურა

ერთმა ოფიცერმა მიიღო უმნიშვნელო ჭრილობა ვაშინგტონში, აშშ-ს კონგრესში მომხდარი სროლის შედეგად – იუწყება სააგენტო Associated Press წყაროზე დაყრდნობით, რომელსაც ეს ინფორმაცია მიაწოდა პოლიციის სერჟანტმა. ასევე, გახდა ცხობილი, რომ მსროლელი დაკავებულია.
ინფორმაციის თანახმად, სროლას ადგილი ჰქონდა კაპიტოლიუმის კომპლექსის ერთ-ერთ შენობაში, სადაც განთავსებულია დამთვალიერებელთა ცენტრი.
თანამშრომელთა და ჟურნალისტთა თქმით, უსაფრთხოების მიზნით მათ მიიღეს რეკომენადაცია არ  დატოვონ შენობა.
აშშ-ს კონგრესის შენობაში სროლას ადრეც ჰქონია ადგილი. მაშინ თეთრი სახლი და კაპიტოლიუმის კომპლექსი სასწრაფოდ იქნა დახურული.
ოფიციალური კომენტარი დღეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ჯერ არ გაკეთებულა.

https://youtu.be/b7kkCqjNZ-Q

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილმა ტელეკომპანია “CNN”-ს ინტერვიუ მისცა
შემდეგი სტატიადავით ნარმანია მერიაში დიდ საკადრო წმენდას იწყებს?!