სროლა დოლიძეზე – დაჭრილია მაღაზიის კონსულტანტი

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მაღაზიის კონსულტანტი დაიჭრა. თვითმხილველების თქმიტ, შუახნის მამაკაცმა, გაუგებარი მიზეზის გამო, იარაღიდან გაისროლა და ანასხლეტი ახალგაზრდა გოგოს ფეხში მოხვდა.

მამაკაცი ჯერ მაღაზიის თანამშრომლებმა დააკავეს, რის შემდეგაც პოლიცია გამოიძახეს. დაკავებული ამჟამად, სამართალდამცველებთან ერთად, შემთხვევის ადგილზე იმყოფება. ადგილზეა სასწრაფო დახმარების ჯგუფიც.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 236-ე და 239-ე მუხლებით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ხულიგნობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი მზად არის ზაზა სარალიძეს “პოლიტიკურად ანგაჟირებული” პირების გარეშე შეხვდეს
შემდეგი სტატიახანძარი ფეიქრების ქუჩაზე – ცეცხლი ავტომობილების მეორადი ნაწილების მაღაზიებს გაუჩნდა