სროლა და მძევლების აყვანა ოდესაში

a alyivotalv ადგილობრივი დროით საღამოს ათ საათზე, ოდესაში სასტუმრო Villa le Premier -ში  უცნობი ადამიანების ჯგუფი შეიჭრა. მათ მძევლები აიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. პერიმეტრი გადაიკეტა. სპეცოპერაციის შედეგად დაახლოებით 20 ადამიანი დააკავეს.
ჯერჯერობით, დეტალური ინფორმაცია მომხდარის შესახებ  არ ვრცელდება. სავარაუდო სცენარი, რომელსაც “112 უკრაინა” ავრცელებს, ასეთია – მოხდა კორპორატიული კონფლიქტი. ერთ-ერთი ადგილობრივი გამოცემა სასტუმროს დირექტორის სიტყვებს ციტირებს, რომელმაც განაცხადა, რომ თანამფლობელი სასტუმროში გამოცხადდა 20 შეიარაღებული ადამიანით და განაცხადა, რომ ის სასტუმროს ერთადერთი მფლობელია.
დაკავებულთა შორის დაშავებულებიც არიან. მათ სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

 

https://youtu.be/ny7Hj9N_-zw

banner
წინა სტატიაშირესპუბლიკური პარტია ქართულ ოცნებასთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი : ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი უმნიშვნელოვანესი გზავნილია ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერის კუთხით