სპორტსმენმა ოლიმპიური მედალი ავადმყოფი ბავშვის დასახმარებლად გაყიდა

სპორტსმენმა ოლიმპიური მედალი ავადმყოფი ბავშვის დასახმარებლად გაყიდა

4 (1)პოლონელმა მსუბუქმა ათლეტმა პიორტ მალახოვსკიმ, რომელიც რიოს ოლიმპიადაზე ბადროს ტყორცნაში ვერცხლის პრიზიორი გახდა, საკუთარი მედალი ავადმყოფი ბავშვის დასახმარებლად გაყიდა – შემთხვევა 19 აგვისტოს მოხდა.
“სპორტსმემისთვის ოლიმპიური მედლის აღება – ოცნების ასრულებაა. ცხადია, რომ ყველაზე ძვირადღირებული ოქროს მედალია. მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ის ამეღო, მაგრამ ამ ჯერზე არ გამოვიდა. პატარა ბავშვის დედამ მომმართა, რომელიც ორი წლიდან სიმსივნით ავადმყოფობს. გადავწყვიტე მას დავეხმარო და ჩემი მედალი აუქციონზე გავიტანე. ყველა თანხა ბავშვის სამკურნალოდ გადაირიცხება” – დაწერა სპორტსმენმა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.
მედალი აუქციონზე 84 ათასი დოლარად გაყიდა. ის პოლონურმა ოჯახმა შეიძინა. თანხები ოპერაციისთვის გადაირიცხა, რომელიც ნიუ-იორკში ჩატარდა. ოპერაცია 126 ათასი დოლარი დაჯდა.

მალახოვსკმა ვერცხლის მედალი ბარდოს ტყორცნაში აიღო შედეგით 67,55 მეტრი.

banner
წინა სტატიაშიბრაზილიელი ოლიმპიელი ჩემპიონი ერთ კილოიანი ოქროს ზოდით დაასაჩუქრეს
შემდეგი სტატიადღეს იტალიაში გლოვაა გამოცახდებული