სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე საშაურმე დააყაჩაღეს.გავრცელებული ინფორმაციით, ორი შეიარაღებული ნიღბიანი პირი სწრაფი კვების ობიექტში ღამით შეიჭრა და სალაროდან 1000 ლარამდე თანხა წაიღო.
შემთხვევის დროს საშაურმეში სამი თანამშრომელი იმყოფებოდა, თუმცა მათ დაცვის პოლიციის გამოძახება შიშის გამო, ვერ მოახერხეს. თავდამსხმელებმა მიმალვა შეძლეს.
„ორი ნიღბიანი პიროვნება იყო, იარაღის მუქარით 1000 ლარამდე თანხა წაიღეს.
ღამის 00:10 საათი იქნებოდა. დაცვის პოლიცია ობიექტს იცავს, მაგრამ შიშის ფონზე გამოძახება ვერ მოვახერხეთ. ყველანი დაგვკითხეს, თავდამსხმელებს ეძებენ“, – განუცხადა საშაურმეს თანამშრომელმა „რუსთავი 2“-ს.
როგორც „Taimers” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.