სპორტის მინისტრი აღნიშნავს, რომ კორცხელის ჩხუბში მოქმედი სპორტსმენები არ მონაწილეობდნენ

სპორტის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი აკრიტიკებს სამეგრელოში მომხდარ თავდასხმაში მონაწილეებს. მინისტრი მიიჩნევს, რომ სამართალდამცავმა უწყებებმა დროულად უნდა გამოიძიონ დანაშაული.

აქვე ტარიელ ხეჩიკაშვილი აღნიშნავს, რომ ჩხუბში მონაწილეებიდან არავინ არ არის მოქმედი სპორტსმენი და მათ მიმართ სპორტულ დისციპლინური სასჯელის გამოყენება შეუძლებელია.

„ვინც არ უნდა იყოს სპორტსმენი, თუ მსგავს დაპირისპირებაში მიიღებს მონაწილეობას, ძალიან ცუდია. ეს არა მარტო სპორტული ოჯახისთვის, მთლიანად საზოგადოებისთვის არის ცუდი. ამიტომ, ერთხელ და სამუდამოდ, რა რეგალიებიც არ უნდა ქონდეს და ვინც არ უნდა იყოს, უნდა გაემიჯნოს დაპირისპირებას და ძალადობას. ეს ყველაფერი გავიარეთ და ძალიან ცუდია თუ ვიღაცა ისევ უკან აბრუნებს საქართველოს,“ – აღნიშნა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: მე დავეხმარები სახელმწიფოს მანამ, სანამ თავად მოახერხებს შეინახოს ინსტიტუტი
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე: გამოძიება უნდა ჩატარდეს და დამნაშავე დაისაჯოს, ვინც არ უნდა იყოს ის