სპესცამსახურის აგენტის მანქანიდან ნოუთბუქი მოიპარეს

ნოუთბუქი, რომელიც აშშ-ს საიდუმლო სამსახურს ეკუთვნოდა და სადაც დეტალურად იყო “ტრამპ-თაუერის” სქემა მოცემული, ნიუ-იორკში აგენტის მანქანიდან მოიპარეს – წერს “ბიბისი”.
საიდუმლო სამსახური ირწმუნება, რომ ნოუთბუქში ინფორმაცია დაშიფრულია და ნებისმიერ შემთხვევაში, მასში მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ ქონდათ. თუმცა, ტელეარხი “ეიბისი” ავრცელებს, რომ კომპიუტერში ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის შესახებ ინფორმაცია იყო ჩაწერილი, ასევე, ინფორმაცია, რომელიც რომის პაპს ეხება. პოლიციამ ინციდენტის გამოძიება დაიწყო. ცნობილია ის, რომ ნოუთბუქი ჩანთაში იდო, რომელიც უკვე იპოვეს.
საიდუმლო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აგენტი დანაშაულის მსხვერპლი გახდა.
New York Daily News-ი პოლიციაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომ ნოუთბუქში მნიშვნელოვანი ინფორმაციაა და მას “გაგიჟებულები ეძებენ”.

banner
წინა სტატიაშიფოტო: ესტონეთში ნატოს ჯარები შევიდნენ
შემდეგი სტატიააშშ-ს არმიაში ეროტიული ფოტოების მსხვერპლი გაიზარდა