სპეცსამსახურებმა ,,თეთრი სახლის,, ბლოკირება მოახდინეს

ამ დრომდე დაუდგენელი მიზეზებით, დაცვის სპეციალურმა სამსახურებმა ვაშინგტონში ,,თეთრი სახლის,, ყველა მხრიდან ჩაკეტვა მოახდინეს-აცხადებს Sky News-ი.
გავრცელებული ინფორმაციით, დღეს თეთრ სახლში თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანის ოფიციალური ვიზიტი ჩატარდა, რის შემდეგადაც მოულოდნელად ,,თეთრი სახლის,, ბლოკირება მოხდა. ,,მიუხედავად ბლოკირებისა, სპეცსამსახურებს განგაში არ გამოუცხადებიათ,, აცხადებს გამოცემა.
Fox News-ის ცნობით კი – თეთრი სახლის ჩაკეტვის მიზეზი უცნობი პირია, რომელმაც ღობის გაწევის შედეგად შეაღწია ,,თეთრი სახლის,, ტერიტორიაზე.

banner
წინა სტატიაში(video) საშინელი ავტოსაგზაო შემთხვევა აფხაზეთში
შემდეგი სტატიაკიევი რუსეთს პოროშენკოს ვებგვერდზე თავდასხმაში ადანაშაულებს