სპეცრაზმელის ოპერაცია დასრულდა

სპეცოპერაციისას დაჭრილი სპეცრაზმელის მდგომარეობა კრიტიკულია. როგორც ინგოროყვას კლინიკაში განაცხადეს, პაციენტს ქალა ტვინის მძიმე ტრავმა, სარქველის ძვლების მოტეხილობა აღენიშნება. ამ დრომდე მიმდინარეობს ოპერაცია.

„პაციენტი მოყვანილია სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ შემთხვევის ადგილიდან. შემოსვლისას მდგომარეობა იყო კრიტიკული, ქალა ტვინის მძიმე ტრავმა, ქალა სარქველის ძვლების მრავლობითი მოტეხილობით და დაზიანებით, სისხლდენით, პაციენტი შეყვანილი იქნა საოპერაციო ბლოკში გადაუდებლად, უტარდება ოპერაცია, მდგომარეობა რჩება კრიტიკული,“ – განაცხადა მკურნალმა ექიმმა კონსტანტინე მუმლაძემ.

banner
წინა სტატიაშისპეცოპერაციის ადგილზე, სპეცრაზმის დამატებითი ძალები შეიყვანეს
შემდეგი სტატიაქარტიის განცხადება თბილისში მიმდინარე სპეცოპერაციის გაშუქებაზე