სპეცოპერაციისას დაკავებულთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას პროკურატურა დღეს გაავრცელებს

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაკავებულთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას პროკურატურა დღეს გაავრცელებს.

უწყების ცნობით, სპეცოპერაციის დროს დაკავებულს 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დაკავებული პირს უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარებისთვის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის ტერორისტული მიზნით, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა ტარებისთვის წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე და 323 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.

ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებული რუსეთის მოქალაქეა და ის ბრალს არ აღიარებს.

banner
წინა სტატიაშისაპარლამენტო უმრავლესობა დღეს სახალხო დამცველის კანდიდატურაზე იმსჯელებს
შემდეგი სტატიაუამინდობა საქართველოში – გზებზე შეზღუდვები მოქმედებს