სპეცოპერაციისას დაკავებულის ადვოკატი სუსის განცხადებას გამოეხმაურა

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული საედი დუდაევის ადვოკატი იმედა ქარქაშაძე აჰმედ ჩატაევის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაციის დადასტურების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს.

იმედა ქარქაშაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი სპეცოპერაციის ადგილიდან მოშორებით, სახლიდან გასვლის შემდეგაა დაკავებული, ამიტომ მას არ აქვს ინფორმაცია ჩატაევთან დაკავშირებით.

„რას საქმიანობდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თბილისში და რატომ იმყოფებოდა აქ, ამაზე მაშინ ვისაუბრებთ, როცა გვექნება საუბრის დაწყების საფუძველი. თვითონაც უკვირს დაკავების საფუძველი და მიზეზი და ფიქრობს, რომ უკანონოდ იმყოფება პატიმრობაში. რა თქმა უნდა, თავის უფლებებს დაიცავს, ვინაიდან არ აღიარებს დანაშაულს, აქედან გამომდინარე დუმილის უფლებას იყენებს და ჩვენც შევეცდებით დავადასტუროთ მისი უდანაშაულობა“, – ამბობს იმედა ქარქაშაძე.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: სპეცოპერაციის დროს დაზარალებულებისთვის 500-500 ლარი გამოიყო
შემდეგი სტატიაეკა ბესელია: იმის თქმა, რომ საზღვარზე უკანონოდ ვერავინ შემოვა, გამორიცხულია