“სპეცოპერაციის” ჩატარება ემსახურებოდა არა ბრძოლას ნარკოგამსაღებლების წინააღმდეგ, არამედ ეს იყო ძალის დემონსტრირება – “აუდიტორია 115”

„გასულ ღამით სპეცრაზმის მიერ რამდენიმე კლუბში “სპეცოპერაციის” ჩატარება ემსახურებოდა არა ბრძოლას ნარკოგამსაღებლების წინააღმდეგ, არამედ ეს იყო ძალის დემონსტრირება, რომლის მიზანიც ჩვენი თანამოქალაქეების დაშინებაა,“ – ეს განცხადება აუდიტორია 115-ის წევრებმა გაავრცელეს.

აუდიტორია 115-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნარკორეალიზატორებს მაღალჩინოსნები მფარველობენ.

„თითოეულმა მოქალაქემ იცის, რომ მთავარ ნარკორეალიზატორებს ამ ქვეყანაში სწორედ სამართალდამცავ უწყებათა მაღალჩინოსნები მფარველობენ. სწორედ ისინი მდიდრდებიან ადამიანების სიკვდილისა და გაუბედურების ხარჯზე.

“აუდიტორია 115 სოლიდარობას უცხადებს პოლიციური რეჟიმისაგან ნაცემ, დაშინებულ თუ უკანონოდ დაჭერილ თითოეულ ადამიანს,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“ასეთი პარალიზებული პარასკევი არ მახსოვს, თუ ასეთი ძლიერები ვართ რუსეთთან გამოვიყენოთ”- თიკო სადუნიშვილი
შემდეგი სტატიასერგი გვარჯალაძე : კლუბ „ბასიანსა“ და „გალერიში” ჩატარებული სპეცოპერაციები დამაზიანებელია პოლიციის რეპუტაციისთვის