სპეცოპერაციებისას დაკავებულ პირებს დღეს ბრალს წაუყენებენ

პანკისის ხეობასა და თბილისში დაკავებულ პირებს დღეს ბრალს წაუყენებენ. ყველა მათგანი მოდულის შენობაში, წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. დღის ბოლოს ისინი ადვოკატებმა მოინახულეს. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის მომხდარი მოულოდნელი იყო და აჰმედ ჩატაევთან კავშირს კატეგორიულად უარყოფენ.
პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპარაციის შედეგად სუს-მა 4 პირი დააკავა, ერთი კი თბილისში. ყველა მათგანს ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად.

banner
წინა სტატიაშისერგი კაპანაძე ჩატაევის საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხზე საუბრობს
შემდეგი სტატიაIDFI აქვეყნებს საკონსტიტუციო სასამართლოს ადმინისტრაციული ხარჯების (2011-2017) შესახებ ინფორმაციას