სპეცოპერაცია წყნეთის გზატკეცილზე – გამოძალვის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

წყნეთის გზატკეცილზე ჩატარებული სპეცოპერაციისას 4 პირი დააკავეს. მათ ბრალად თავისუფლების უკანონო აღკვეთა და თანხის გამოძალვა ედებათ.

მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმი და ექსპერტ-კრიმინალისეტები მუშაობდბენ. მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები. ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებები, მათ შორის რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.

განცხადების გავრცელებას შინაგან საქმეთა სამინისტრო უახლოეს საათებში გეგმავს, უწყებაში დეტალებზე არ საუბრობენ თუმცა 4 პირის დაკავების შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ.

 

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში პრეზიდენტის ვეტოს განხილვა იწყება
შემდეგი სტატია(video) ჩვენ არ უნდა წამოვეგოთ რუსეთის პროვოკაციებს- პრეზიდენტი