სპეცოპერაცია რუსთავში – შსს ოფოციალურ განცხადებას ავრცელებს

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული ხ.კ. ნარკოდანაშაულისთვის რუსთავში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 12 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ დაკავებულის მიერ გაყიდული, 2 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით)”- ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი საქართველოს მოქალაქეებს კონსტიტუციის ახალი რედაქციით მიღებას ულოცავს
შემდეგი სტატიალაშა კურტანიძე თავისუფალია, მსახიობი პრეზიდენტმა შეიწყალა