სპეცოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ – ზალიკო უდუმაშვილი ოპოზიციას ხმების დაცვისკენ მოუწოდებს

„ის, რაც ხდებოდა, ზოგადად, მთელი საარჩევნო პროცესის დროს, ეს იყო სპეცოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ,“ – ეს განცხადება საარჩევნო დღის დასრულების შემდეგ „ენმ“-ის მერობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა გააკეთა.

უდუმაშვილის თქმით, მთელი დღის განმავლობაში „ენმ“-ის მხარდამჭერებს საარჩევნო უბნებზე მისვლაში ხელს უშლიდნენ.

„ბუნებრივია, ჩვენ დაველოდებით ცესკოს შედეგებს,“ – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

უდუმაშვილის თქმით, არ სჯერა, რომ ყოველმა მეორე თბილისელმა მხარი კახა კალაძეს დაუჭირა.

„ვერავინ დამაჯერებს, რომ ყოველმა არჩევნებზე მისულმა მეორე თბილისელმა კახი კალაძეს მისცა ხმა. ამიტომ ვაცხადებთ, რომ ყველას მოვუწოდებთ, ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომლებიც არიან წარმოდგენილი საარჩევნო კომისიებში და ახლა საარჩევნო უბნებში იმყოფებიან, დავიცვათ ყველამ ჩვენი ხმები,“ – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ეგზიტპოლების მიხედვით, მმართველმა გუნდმა 58 პროცენტი დააგროვა. „ნაციონალურ მოძრაობას“ ამომრჩეველთა 16%-მა დაუჭირა მხარი. ამომრჩეველთა 9%-მა მხარდაჭერა „ევროპული საქართველოს“ გამოუცხადა, ხოლო „პატრიოტთა ალიანსს“ 5%-მა დაუჭირა მხარი.

რაც შეეხება თბილისის მერობის კანდიდატებს, ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი მმართველი გუნდის კანდიდატს, კახი კალაძეს აქვს – 54 პოროცენტი. ეგზიტპოლის მიხედვით, 15% “ნაციონალური მოძრაობის” დედაქალაქის მერობის კანდიდატს “ზაალ უდუმაშვილს, ხოლო 14% დამოუკიდებელ კანდიდატს ალეკო ელისაშვილს აქვს.

“ედისონ რისერჩი” მსოფლიოში ცნობილი და ავტორიტეტული ორგანიზაციაა. ამერიკული საერთაშორისო კომპანია “ედისონ რისერჩი,” მაღალი პროფესიული სტანდარტის მქონე ორგანიზაციაა, რომელიც იცავს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ პროფესიული ქცევისა და ეთიკის ნორმებს.

 

 

banner
წინა სტატიაშიკალაძის გამარჯვებას ,,ოცნების” ოფისთან უკვე ზეიმობენ
შემდეგი სტატია„კახი კალაძემ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა“ – ირაკლი კობახიძე