სპეცოპერაცია იყო აუცილებელი და ჩატარდა მაღალ პროფესიულ დონეზე – განაცხადა სოზარ სუბარმა. დევნილთა მინისტრი თემირლან მაჩალიკაშვილის და ჩატარებული სპეცოპერაციების საქმეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამოეხმაურა:
“სპეცოპერაცია იყო აუცილებელი და ჩატარდა პროფესიულ დონეზე, მოხდა თუ არა ძალის გადამეტება, ამ წუთას კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან ვიდრე გამოძიება არ იქნება, ჩემგან რაიმე კომენტარის გაკეთება არ იქნება მართალი. ზოგადად, მგონია ისეთ ფონს ვქმნით ახლა, რომ ეჭვქვეშ ვაყენებთ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასაც და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებასაც. არ მგონია, ეს მართალი აქცენტები იყოს…ბუნებრივია, ნებისმიერი ახალგაზრდის დაკარგვა არის ძალიან დიდი ტკივილი არა მხოლოდ ოჯახისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც, მაგრამ ეს ტკივილი იწყება მაშინ, როდესაც ადამიანებს შეიძლება გარკვეული კავშირი გაუჩნდეს ტერორიზმთან. ამიტომაც არის ტერორიზმთან ბრძოლა აუცილებელი, რომ ასეთი ახალგაზრდების ჩათრევა არ მოხდეს მსგავს საქმიანობაში”, – განაცხადა სუბარმა.