ამას ისე არ დავტოვებ, ვინც დამნაშავეა, სათითაოდ მოვუღებ ბოლოს, – აცხადებს თემირლან მაჩალიკაშვილის დედა. მისი თქმით, მისი შვილი დღეს დილით უნდა გადაეყვანათ თურქეთის კლინიკაში სამკურნალოდ. „დღეს დილით უნდა გადაგვეყვანა და სპეციალურად მომიკლეს შვილი ამ ფაშისტებმა არაფრის გულისთვის“, – განაცხადა მედიკო მარგოშვილმა.
თემირლან მაჩალიკაშვილი წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში, სადაც ის ორი კვირის განმავლობაში მკურნალობას გადიოდა, დღეს დილით გარდაიცვალა.