სოზარ სუბარმა იმის ნაცვლად, რომ ისაუბროს საქმიანად და საზოგადოება დააწყნაროს, ნახულობს დროს, თავს ესხმის პოლიტიკურ ოპონენტებს

,,სოზარ სუბარმა იმის ნაცვლად, რომ ისაუბროს საქმიანად და საზოგადოება დააწყნაროს, ნახულობს დროს, თავს ესხმის პოლიტიკურ ოპონენტებს, ანთხევს ბოღმას და შუღლს. ეს არის სახე ქართული ოცნების სამწუხაროდ’’ – ევროპული საქართველოს წევრის ირმა ნადირაშვილის კომენტარი სოზარ სუბარის განცხადებასთან დაკავშირებით
,,ის, რაც მოვისმინეთ სოზარ სუბარისგან ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. საზოგადოება ღელავს მრავალი საათია მიმდინარეობს სპეცოპერაცია, არიან დაჭრილი სპეცრაზმელები, ჩვენ მათ კიდევ ერთხელ გამოჯანმრთელებას და სპეცოპერაციის წარმატებით დასრულებას ვუსურვებთ. მოვლენების შეფასება იქნება ცოტა მოგვიანებით,’’- განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,უდანაშაულო ვარ, პოლიტიკური მოტივაციით დევნილი, დანაშავე ვარ მხოლოდ იმაში, ძალიან მიყვარს და ერთგული ვარ ჩემი ქვეყნის”
შემდეგი სტატიასოზარ სუბარმა გირგვლიანის საქმეზე სასამართლოს ჩვენება მისცა