სოზარ სუბარი – ტყიბულში პრემიერის დავალებით ჩამოვედით, რათა მთავრობის სახელით სამძიმარი გადავცეთ ოჯახებს

მინდელის სახელობის შახტში ტრაგიკულად დაღუპული ოჯახებისთვის სამძიმრის სათქმელად ხელისუფლების წარმომადგენლები ჩავიდნენ.

ტყიბულში ექვსივე დაღუპულის ოჯახს დევნილთა და განსახლების, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებმა მიუსამძიმრეს.

„ჩამოვედით პრემიერ-მინისტრის დავალებით, რათა მთავრობის სახელით სამძიმარი გადავცეთ ოჯახებს. ეს არ არის მხოლოდ ამ ოჯახების ტკივილი, ეს მთელი საქართველოს ტკივილია და შეძრულები ვართ ამ ტრაგედიით.

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ გაცილებით მეტია გასაკეთებელი შრომის უსაფრთხოების კუთხით, რათა ასეთი შემთხვევები მაქსიმუმადე შემცირდეს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში დაღუპულ ხუთ მეშახტეს დღეს დაკრძალავენ. ელგუჯა ბოჭორიშვილს სოფელ მუხურაში, გიორგი ბოჭორიშვილს, პავლე გამეზარდაშვილსა და მირზა ქურციკიძეს ტყიბულში, ბესიკ გურგენიძეს კი ამბროლაურში დაკრძალავენ. გოგი რაფავას ხუთშაბათს ტყიბულში დაკრძალავენ.

სამი მეშახტის ცხედარს ოჯახებიდან ტყიბულის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში 14:00 საათისთვის გადაასვენებენ. მეშახტეებს საგვარეულო საფლავებზე დაკრძალავენ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილმა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
შემდეგი სტატიალევან ხაბეიშვილი ვახტანგ შაქარიშვილის წინააღმდეგ საჯარო სამსახურის ეროვნულ ბიუროს მიმართავს