სოზარ სუბარი: თვითონ უკეთესად იცის რა აქვს ჩადენილი და რის მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს

ლევან ვარშალომიძის გეგმებზე და მის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით საუბრობს სოზარ სუბარი. დევნილთა მინისტრისთვის გაუგებარია ვარშალომიძის ეჭვები, იმის შესახებ თუ რატომ უნდა დაინტერესდეს მისით საგამოძიებო უწყებები.

”მე არ ვიცი რა დანაშაული აქვს ჩადენილი ვარშალომიძეს. მას ვუსმენდი, რომ არაერთხელ ყოფილა დაკითხვაზე და რაღან დაკითხვებზე იბარებდნენ ისე იგი რაღაც კითხვები მის მიმართ არსებობდა. თვითონ რატომ ეშინია არ ვიცი, ალბათ თვითონ უკეთესად იცის რა აქვს ჩადენილი და რის მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს. რაც შეეხება პოლიტიკურად, ვარშალომიძიე არც აქ ყოფნის დროს წარმოადგენდა რამეს და არც მომავალში რამე საფრთხე მისგან არ არსებობს,“ – განაცხადა სუბრამა.

შეგახსენებთ, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური, ლევან ვარშალომიძე, დღეს საქართველოში ბრუნდება. ვარშალომიძე არ გამორიცხავს, რომ იმ საქმეების გამოძიება, რომლებიც ქვეყნიდან მის გამგზავრებამდე დაიწყო ისევ გააქტიურდეს.

https://youtu.be/WLYGFfFaSEo

banner
წინა სტატიაშილევან ვარშალომიძეს მამაკაცმა ფეხსაცმელი ესროლა
შემდეგი სტატიაჩრდილოეთ და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის მეწყერის გამო გზა ისევ ჩაიკეტა