სოზარ სუბარი: სააკაშვილი გვირაბებს კი არა, თავის მოძრაობას უთხრის საფლავს

სააკაშვილი და მისი „ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთი დიდი კრიმინალური ბანდა, კრიმინალური ლიდერით სათავეში,- განაცხადა დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმადღეს გავრცლებული ჩანაწერების კომენტირებისას.

მინისტრის თქმით, დღევანდელი ჩანაწერში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დარწმუნებულია, რომ არჩევნებს წააგებს და ვერც არეულობას მოაწყობს, თუმცა ისინი ვერ ეწინააღმდეგებიან „თავიანთ ლიდერს“.

„რაც მთავარია გამოჩნდა, რომ ისინი აბსულუტურად დარწმუნებულნი არიან, რომ არჩევნებს აგებენ ძალიან მაგრად. ამიტომ მათი ერთადერთი შანსი არის არეულობის მოწყობა. ოღონდ სააკაშვილის გარდა მისი ბანდის ყველა წევრმა იცის, რომ არეულობის მოწყობის არანაირი შანსი არა აქვთ, უბრალოდ ისინი ვერ ეწინააღმდეგებიან თავიანთ ლიდერს, უცხო ქვეყნის მოქალაქეს. ძალიან კარგად უწოდა სააკიშვილის მეუღლემ, როცა იგი შეადარა თხუნელას, რომელიც გვირაბებს თხრის. ოღონდ იგი გვირაბებს კი არა, ეს ადამიანი თავის მოძრაობას უთხრის საფლავს”,- განაცხადა სოზარ სუბარმა.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი: “ნაციონალური მოძრაობა” არჩევნებს უნდა გამოეთიშოს
შემდეგი სტატიაუმცირესობის საკითხებში პაატა ბურჭულაძის მრჩეველმა “სახელმწიფო ხალხისთვის” დატოვა