სოზარ სუბარი: პარლამენტს არც სანდრა რულოვსის შესვლით შეემატებოდა რამე და არც მისი შეუსვლელობით დაუკარგავს რამე

საქართველოს პარლამენტს არც სანდრა რულოვსის შესვლით შეემატებოდა რამე და არც მისი შეუსვლელობით დაუკარგავს რამე, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა სანდრა რულოვსის მიერ დეპუტატის მანდატზე უარის თქმასთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამით არაფერი იცვლება, თუ „ნაციონალური მოძრაობას” ერთი დამნაშავე ადამიანი დატოვებს, მეორე შეემატება.

“საქართველოს პარლამენტს არც სანდრა რულოვსის შესვლით შეემატებოდა რამე და არც მისი არ შესვლით დაუკარგავს რამე. თუმცა რამდენი დამნაშავე ადამიანიც გავა მეორე შემოვა. ამ შემთხვევაში როგორც ჩანს ასეთი არის გიორგი ღვინიაშვილი”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ სიის მეორე ნომერმა სანდრა რულოვსმა დეპუტატის მანდატზე უარი თქვა და შესაბამისი განცხადება ცესკო-ში შეიტანა.

banner
წინა სტატიაში„მე დიდი იმედი მაქვს, რომ საქმიანობას ენერგეტიკაში გავაგრძელებ”
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი: საყურადღებოა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების ნაწილი ავტომობილების გაუმართაობაზე მოდის