სოზარ სუბარი : ოთხი წლის განმავლობაში მთავრობამ 12 500 დევნილ ოჯახს საკუთრებაში საცხოვრებელი ბინები გადასცა

დღევანდელ მთავრობის სხდომაზე 68 დევნილ ოჯახს გადაეცა ბინები თბილისში, წალკაში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. დევნილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნუცუბიძის ქუჩაზე მცხოვრები 33 ოჯახი, რომელიც 20 წლის განმავლობაში კერძო საკუთრებაში ცხოვრობდა.

„ერთის მხრივ, მესაკუთრე ვერ იყენებდა თავის ქონებას, მეორე მხრივ დევნილები იყვნენ იმ მდგომარეობაში, როცა არ იცოდნენ როდის მოხდებოდა მათი გამოსახლება. პრაქტიკა, რომელიც ჩვენ დავიწყეთ ბოლო 4 წლის განმავლობაში, ამის ნათელი მაგალითია, როდესც გამოვისყიდეთ მესაკუთრისგან ეს შენობა მთლიანად, თავის სარდაფებით, დერეფნებიან-ჭერიან, ეზოიანად და დავუმტკიცეთ დევნილებს. შესაბამისად, მესაკუთრეს გაუჩნდა თავისუფალი თანხა, რომელსაც,ბუნებრივია, ეკონომიკის განვითარებას მოახმარს,ხოლო დევნილებს გაუჩნდათ თავის საკუთარება, თავის სახლი და ეს არის ის პროცესი,რომელიც გრძელდება. პრაქტიკულად მთავრობის სხდომა არ გავა, რომ დევნილებს საკუთარებაში არ გადაეცეთ სახლები.. 12 500-ს გადასცდა საკუთრებაში მიცემული სახლები ბოლო 4 წლის განმავლობაში”,- განაცხადა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ სოზარ სუბარმა.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ტყემალაძე პოლიტიკიდან მიდის
შემდეგი სტატიასერგო რატიანი : საზოგადოება არ დაუშვებს, რომ “ქართულმა ოცნებამ” საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს