სოზარ სუბარი : კრიმინალის განსაკუთრებულ აფეთქებაზე საუბარი არ შეიძლება

მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში კრიმინალი ყოველთვის იყო და ახლაც არის,-აცხადებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის, სოზარ სუბარი.

მისი თქმით, საქართველოში ბოლო დროს მომხდარი კრიმინალური შემთხვევების გათვალისწინებით, მაინც არ შეიძლება ითქვას, რომ კრიმინალი მნიშვნელოვნად მომატებულია.

„ამ წუთში კრიმინალის რაიმე განსაკუთრებულ აფეთქებაზე ლაპარაკი, რა თქმა უნდა, არ შეიძლება. ძალიან სამწუხაროა, რომ მოხდა სამი დანაშაული, თუმცა ესეთი შემთხვევები ყოველთვის ხდება და ამაზე რაღაც დასკვნების გაკეთება არ შეიძლება. ფაქტია, რომ საერთაშორისო რეიტინგებში საქართველო მსოფლიოში ერთერთ უსაფრთხო ქვეყანად ითვლება,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა მინისტრი 20.30 საათზე საგანგებო ბრიფინგს გამართავს
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს უმასპინძლა