სოზარ სუბარი: ხელისუფლება “მაესტროს” საქმიანობაში არ ერევა და ვერც ჩაერევა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, ხელისუფლება ტელეკომპანია “მაესტროს” საქმიანობაში არ ერევა და ვერც ჩაერევა. ამის შესახებ სოზარ სუბარმა “მაესტროს” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან და ყოფილი დირექტორის ბაია გადაბაძის ბოლოდროინდელი განცხადებების კომენტირებისას ჟურნალისტებთან განაცხადა.
“დიდი ყურადღებით ვუყურებდი გუშინდელ, გუშინწინდელ ეთერს თუ რა ხდებოდა. განცხადებებიც მოვისმინე, მაგრამ მართლა გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ხელისუფლება აქ არ ერევა და ვერც ჩაერევა ძალიანაც რომ მოვინდომოთ. საჯარო რეესტრმა გააკეთა ის, რასაც კანონი ავალდებულებდა და რასაც გვერდს ვერ აუვლიდა. დანარჩენი საქმე სასამართლოშია და სასამართლოში გადაწყდება”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

banner
წინა სტატიაშიდანიაში 16 წლის გოგო სკოლებში ტერაქტის მომზადებაში დაადანაშაულეს
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: “გაზპრომთან” ხელშეკრულება უახლოეს დღეებში გაფორმდება