სოზარ სუბარი: ,, გაუგებარია ვარშალომიძის ეჭვები, რატომ უნდა დაინტერესდეს მისით საგამოძიებო უწყებები”

ლევან ვარშალომიძის გეგმებზე და მის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით სოზარ სუბარი საუბრობს.

დევნილთა მინისტრისთვის გაუგებარია ვარშალომიძის ეჭვები, იმის შესახებ თუ რატომ უნდა დაინტერესდეს მისით საგამოძიებო უწყებები.

”მე არ ვიცი რა დანაშაული აქვს ჩადენილი ვარშალომიძეს. მას ვუსმენდი, რომ არაერთხელ ყოფილა დაკითხვაზე და რაღან დაკითხვებზე იბარებდნენ ისე იგი რაღაც კითხვები მის მიმართ არსებობდა. თვითონ რატომ ეშინია არ ვიცი, ალბათ თვითონ უკეთესად იცის რა აქვს ჩადენილი და რის მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს. რაც შეეხება პოლიტიკურად, ვარშალომიძიე არც აქ ყოფნის დროს წარმოადგენდა რამეს და არც მომავალში რამე საფრთხე მისგან არ არსებობს,“ – განაცხადა სუბრამა.

შეგახსენებთ, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური, ლევან ვარშალომიძე, დღეს საქართველოში ბრუნდება. ვარშალომიძე არ გამორიცხავს, რომ იმ საქმეების გამოძიება, რომლებიც ქვეყნიდან მის გამგზავრებამდე დაიწყო ისევ გააქტიურდეს.

banner
წინა სტატიაშიკენკროვანი კულტურების დარგის განვითარების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
შემდეგი სტატიაეუთო-ს საპარლამენტო სესიის ფარგლებში გენდერულ საკითხებზე მსჯელობა გაიმართა