სოზარ სუბარი აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებთან მოლაპარაკების გასამართად ერევანში გაემგზავრნენ.
ვიზიტის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია, აფხაზეთის ომის დროს, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისა და გადმოსვენების საკითხების განხილვა.
მხარეებს შორის მოლაპარაკება წითელი ჯვრის ეგიდით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიოჯახში ძალადობის წინააღმდეგ თვითმმართველობების როლი იზრდება
შემდეგი სტატია“ჩვენ გვინდა აღვადგინოთ კავშირი ხალხსა და ხელისუფლებას შორის”