Sotheby’s-მა იშვიათი ლურჯი ბრილიანტი 6,7 მილიონ დოლარად გაყიდა

იშვიათი ლურჯი ბრილიანტი, რომელიც სხვადასხვა დროს ევროპის სხვადასხვა სამეფო სახლს ეკუთვნოდა, ჟენევაში, Sotheby’s-ს აუქციონზე 6,7 მილიონ დოლარად გაიყიდა. ბრილიანტი პარმას პრინცის ქალიშვილს, იზაბელ ფაპნეზს ქორწილში აჩუქეს. 1715 წელს ის ესპანეთის მეფეს ფილიპ მეხუთეს გაყვა ცოლად. მომდევნო 300 წლის მანძილზე ბრილიანტი მემკვიდრეობით ეკუთვნოდათ საფრანგეთის, იტალიისა და ავსტრიის სამეფო სასახლეებს.

აუქციონზე ბრიანტი 4 წუთში გაიყიდა. აუქციონის სახლი მის გაყიდვას 3,5 – 5 მილიონ დოლარად ფიქრობდა. ბრილიანტის ახალმა პატრონმა ანონიმურად დარჩენა ისურვა.

banner
წინა სტატიაშიანა ფრანკის დღიურში სექსზე “უხამსი” ხუმრობები და აზრები იპოვეს
შემდეგი სტატიააშშ-მ და ევროკავშირმა რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში ხიდის გახსნა დაგმეს