სოსო ოხანაშვილი “სკაიპით” დაიკითხა

ე.წ. ციანიდის საქმეზე პატრიარქის ყოფილი დაცვის უფროსის სოსო ოხანაშვილის დაკითხვა დასრულდა.სოსო ოხანაშვილი “სკაიპით” დაიკითხა.

როგორც საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა აღნიშნა, დაკითხვის დროს ოხანაშვილმა ვერ დამალა სიძულვილი და მტრული დამოკიდებულება შორენა თეთრუაშვილის მიმართ. ​

“ოხანაშვილი ეცადა, რომ ბრალდებულისთვის რაღაც გარემოებები შეენიღბა, თითქოს დეკანოზს არ ჰქონდა ცუდი ურთიერთობა შორენასთან, თუმცა ვერ უარყო ის ფაქტი, რომ სიძულვილი და მტრულად განწყობილი იყვნენ შორენას მიმართ. უფრო მეტიც, იმართებოდა შეხვედრები, სადაც ​კონსპირაციულად სოსო ოხანაშვილი, ბრალდებული მამალაძე და ტარას შავშიშვილი განიხილავდნენ შორენა თეთრუაშვილის ჩამოშორების საკითხს საპატრიარქოდან. მას ადარებდნენ კიბოს მეტასტაზს, რომელიც იყო მოსაშორებელი. აი, ამ ეპითეტს ხმარობდნენ თეთრუაშვილის მიმართ და ყველანაირი გზით ცდილობდნენ მის ჩამოშორებას. როგორც სასამართლო განხილვებით დადასტურდა, როდესაც მიზანს ვერ მიაღწია ბრალდებულმა მან ყველაზე რადიკალური მეთოდი აირჩია და დაიწყო მზაობა თეთრუაშვილის მკვლელობისთვის. სწორედ ამ მიზნით შეიძინა მან ციანიდი და დანაშაულებრივ განზრახვის სისრულის მოყვანა გერმანიაში გადაწყვიტა”, – განაცხადა პროკურორმა.

მისივე თქმით, ოხანაშვილის დაკითხვით დადასტურდა, რომ ვერანაირად ვერ მოიშორეს შორენა, ვერ შეძლეს თანამდებობიდან ჩამოშორება და საპატრიარქოდან გაძევება.

“სოსო ოხანაშვილმა თქვა, რომ ​არაერთხელ იყო თხოვნა პატრიარქთან, რომ როგორმე იქნებ ჩამოეშორებინათ შორენა საპატრიარქოდან და თანამდებობიდან”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

რაც შეეხება სოსო ოხანაშვილის მხრიდან ქვეყნის დატოვების საკითხს, პროკურორის თქმით ვერავის აუკრალავდნენ ქვეყნიდან გასვლას. მისივე თქმით, ამ ეტაპზე არც თავად სოსო ოხანაშვილის და არც სხვა პირების ბრალეულობა არ იკვეთება.

banner
წინა სტატიაშითორდია მომავალ მთავარ აუდიტორად მის მოადგილეს ნინო ლომჯარიას ისურვებდა
შემდეგი სტატია„ძალა ერთობაშია“ აქცია-პატრულირებას ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა გამოეხმაურა